დატბორილი ქუჩები, სახლები, დამეწყრილი გზები - სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები აჭარაში 

გამოქვეყნდა:

აჭარაში ისევ სტიქიას ებრძვიან. სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. დაიტბორა ქალაქის ქუჩები, წყალი შევიდა სახლების პირველ სართულებზე. ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიაც არ აქვს.

მოსახლეობა ამბობს, რომ სამაშველო სამსახურს შეატყობინეს, თუმცა ამოტუმბვითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. სამაშველო სამსახურში კი ამბობენ, რომ გამოძახებების სიმრავლის გამო, დამატებითი ძალებია მობილიზებული.

მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სავალი გზის ნაწილი ჩაიშალა სოფელ საჩინოში, რის გამოც 20-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი