საქართველოს რამდენიმე რეგიონში 25 სექტემბერს პირველი თოვლი მოვიდა.
იმერეთში, ზეკარის უღელტეხილზე თოვლის საფარმა უკვე რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია. ინტენსიური თოვის გამო, ადგილზე გადაადგილება სახიფათო გახდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრი გიორგი ენუქიძე ავრცელებს.
პირველი თოვლი უკვე მოვიდა სვანეთსა და გუდაუთაშიც. თოვს ბახმაროშიც.