ქუთაისში ოკუპირებული გალიდან, კორონავირუსის სიმპტომებით გადმოყვანილ 22 წლის ორსულ ქალს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.
38 კვირის ორსული ქუთაისის კლინიკაში ენგურის ხიდიდან შემოიყვანეს. ჩაკეტილი საზღვრის გამო პაციენტი ექიმთან ვიზიტზე მისვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
კლინიკაში შემოყვანის შემდეგ, 22 წლის გოგონამ იმშობიარა. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
ამ ეტაპზე კლინიკა "ბომონდში" კიდევ ორი საეჭვო პაციენტია. ორივე მათგანმა ცენტრს სახლებიდან, ცხელების ნიშნებით მიმართეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.