მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებს, რამდენიმე დღის დოზას სახლში ატანენ, თუმცა მათ ამის უფლება არ აქვთ.
მაშინ, როცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ტრანსპორტი გააჩერეს და გადაადგილების პრობლემა იყო, პროგრამაში ჩართულ პირებს ჯანდაცვის სამინისტრომ ასეთ მომსახურებაზუ უარი უთხრა. ახლა კი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, გადაწყვეტილება შეცვალეს.
"მთავარი არხი" პროგრამაში ჩართულ პირებს ესაუბრა, ისინი გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, ისევ აღარ ექნებათ განკუთვნილი დოზების სახლში წაღების უფლება