ხმაური სოფელ ზოტში - ადგილობრივები ჰესის მშენებარე კომპანიას მათი მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება სოფელ ზოტში - ადგილობრივები საპროტესტო აქციაზე იმ კომპანიის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ჩოხატაურის რაიონში ჰესს აშენებს. მოსახლეობა კომპანიას მათი საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებს.

ხმაურიანი ისტორია რამდენიმე თვის წინ ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრით დაიწყო, რომელმაც სადავო მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაანადგურა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მოსახლეობის მიწები სხვა პირს ეკუთვნის, რომელმაც ტერიტორია ჰესის მშენებელ კომპანიაზე გაასხვისა.

სოფელ ზოტის მცხოვრებლებს ახლა იმის დამტკიცება უწევთ, რომ ჰესი მათ მიწაზე შენდება, რაც ადგილობრივების ინტერესებში არ შედის.

ზოტში მიმდინარე აქციას ოპოზიციაც შეუერთდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ადმინისტრაციული შენობის დაწვის ფაქტზე გამოძიების სწრაფად ჩატარებას ითხოვს. მისი განცხადებით, ეჭვს გამიზნულად გაჩენილი ხანძრის შესახებ ისიც ამყარებს, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე სოფლის მცხოვრებლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მდინარე გუბაზეულზე ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ხანძრის შემდეგ საბუთები განადგურდა და მიწებიც კომპანიის სახელზე გადაფორმებული არმოჩნდა. 

დამკვეთი და შემსრულებელი კოამპანიების წარმომადგენელი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ადგილობრივებმა კომპენსაციები აიღეს და მიწების გადაფორმებაც კანონიერად მოხდა. 

საქმეზე პასუხი სავარაუდოდ  ჩოხატაურის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს, თუმცა რიაონის ხელმძღვანელობა ამ თემაზე არ საუბრობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი