დაბზარული კედლები, ავარიული იატაკი, ჩამსხვრეული შუშები - წყალტუბოში დევნილები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მოშლილი საკანალიზაციო ქსელი, ჩამონგრეული ბათქაში, დაბზარული კედლები, ავარიული იატაკი - ეს წყალტუბოში, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების ყოველდღიურობაა. მათი თქმით, შენობები, რომელშიც ცხოვრობენ, სიცოცხლისთვისაა საშიში. 

2019 წელს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გამოისყიდდა 22 სანატორიუმს და 9 აბანოს, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

"რომ გაწვიმდა წყალი ჩამოდის, როგორც გარეთ ისე შიგნით, დანგრეულია ყველაფერი, აქ ცხოვრება არ შეიძლება", - ამბობს აფხაზეთიდან ერთ-ერთი დევნილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წელია, ამ პირობებში უწყევთ ცხოვრება და გაურკვეველია, რატომ ვერ მიიღეს ბინები ამ წლების განმავლობაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი