
ძალიან გაბრიყვებულია გახარია. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი, ყველაფერი დაკარგა... სააკაშვილის ბუნებრივია მოკავშირეა. ძალიან მარტივი წასაკითხია, რომ თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული. უამრავი ინფორმაციები არსებობს და მარტივად იკითხება, რომ ალბათ, დიდი ვალი აქვს სააკაშვილის და როგორც ჩანს, კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის წინამორბედზე, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიაზე საუბრისას.