4 ოქტომბრიდან, უნივერსიტეტები და კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას შეძლებენ

გამოქვეყნდა:

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 4 ოქტომბრიდან პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. 

"გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ჩვენთან, სამინისტროსთან შეთანხმებით", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. გარდა ამისა, გაიხსნება ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი