შულავერში ამ წუთებში სპეცრაზმია მობილიზებული - სოფელში დაანონსებული აქცია აღარ გაიმართება.
დღეს მარნეულის მოსახლეობა გაძვირებული ფასებისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, ქუჩაში აპირებდა გამოსვლას, თუმცა მარნეულის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან", ზაურ დარგალი მათ საჯაროდ დაემუქრა და თქვა, რომ აქციაზე გამოსულ ყველა ადამიანს პასუხს პირადად მოსთხოვდა.
ხალხის შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე, შულავერში 20 ავტობუსით სრულად ეკიპირებული სპეცრაზმი ჩაიყვანეს. მასშტაბური საპოლიციო ძალით დაშინებულმა მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო დაგეგმილი აქცია გააუქმეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხალხის დასაშინებლად საპოლიციო ძალები მოაბილიზეს. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადების შემდეგ, მთვარობა განსაკუთრებით შეშინებულია.
მოქალაქეები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ სპეცრაზმი შულავერში ამ დრომდე რჩება.
ამავე თემაზე