ვანის მერიას 6-ის ნაცვლად 27 ავტომობილი ემსახურებოდა - ლონდონის მერიას არც ერთი

გამოქვეყნდა:

ვანის მერიას 2018-2019 წლებში 27 ავტომობილი ემსახურებოდა დადგენილი 6 მანქანის ნაცვლად - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

შედეგად, ვანის მერიამ 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარა.

"2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა.

2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არცერთი მანქანა არ ემსახურება.

ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს",- ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი