სალომე ზურაბიშვილს ბავშვობიდან ვიცნობ, არ დაუშვებს - წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

შეიძლება იმან მისცა იმედი სააკაშვილს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელიც კვლავ მზად არის, რომ ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ლამის ბავშვობიდან ვიცნობ. სტუდენტობის ასაკიდან, პარიზში როცა ვსწავლობდი და მეტ-ნაკლებად მგონია, შემიძლია გავთვალო მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ის იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა საქართველოში იმისთვის, რომ საქართველო წინ წაიყვანოს. ვინც არ უნდა სთხოვოს, მე მჯერა, ქალბატონი პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში.

- თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი