ხმაურია ამ წუთებში ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს უნგრევენ - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევს. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ღია ცის ქვეშ რჩებიან.
სამართალდამცველები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს ტერიტორიაზე არ უშვებენ და ამბობენ, რომ "პოლიცია ატარებს ღონისძიებას".
გავაჩერეთ ტრაქტორი და არ გავუშვებთ, შანსი არაა. არ დავანგრევინებთ, ხუთი შვილის დედაა, პატარა ბავშვით. ხომ შეიძლება დანდობა, - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.