ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის პროკურატურასთან - ჟურნალისტ სერგო ჩივაძეს ადვოკატთან ერთად შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
მათი თქმით, შენობაში შესვლის უფლებას დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ. ხმაური მათსა და დაცვას შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
სერგო ჩივაძის თქმით, მას წლების წინ ქონება წაართვეს, რაზეც გამოძიება დაწყებულია, თუმცა მის საქმეში მტკიცებულებები გაქრა. ამას კი ჟურნალისტი ერთ-ერთ პროკურორს უკავშირებს.
დაზარალებული საქმესთან დაკავშირებით შეხვედრაზე იყო დაბარებული. ჩივაძის განცხადებით, თუ მას ინტერესებისდამცველთან ერთად შენობაში არ შეუშვებენ, შიმშილობას დაიწყებს.