მორიგი მუქარა ამბიონიდან და ბიზნესმენი მღვდელმთავრები - საპატრიარქოს დაფინანსება არ ჰყოფნის

გამოქვეყნდა:

ბოდბელი მღვდელმთავარი ოპონენტებს ურჩევს ჭკვიანად მოიქცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარა ასრულდება. მეუფე იაკობის გაღიზიანების მიზეზი ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით, მეუფე ანტონის შეცვლილ პოზიციაზე საზოგადოების რეაქცია გახდა.

მეუფე იაკობი ანტონის განცხადების განმარტებას შეეცადა, თუმცა მის ქადაგებაში პოლიტიკოსებისა და მედიის მისამართით მუქარა იგრძნობოდა

იმან ის აღნიშნა როგორ საძაგლადაც ვიქცევით. სირცვხილია ჩვენ რომ შევიდეთ ევროპაში კი არა, სახლებში არა ვართ შესაშვები... ჭკვიანად იყვენენ, ნუ ეხებიან. მაინცდამაინც ყურს ხომ არ ავუწევთ და ისე ვატარებთ ხელმძღვანელებს, ეგეც არ იქნება რთული... ეკლესიაზე შეტევას თავი უნდა დაანებონ" - ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბელი მიტროპოლიტის მუქარასა და მეუფე ანტონის ანტიდასავლურ განცხადებებზე დღეს სინოდის სხვა წევრებს არ უსაუბრიათ. როგორც მეუფე გერასიმემ განმარტა, პრეზიდენტის მსგავსად, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარს არც ის აკეთებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს სასულიერო პირები საუბრობდნენ, საპატრარქოს დაფინანსება იყო. სინოდის წევრებს მიაჩნიათ, რომ 25 მილიონი ცოტაა და სახელმწიფოს მეტი შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, დაფინანსებაც მეტი იქნებოდა. მეუფე დანიელის პოზიციით, 25 მილიონი ყველა ეპარქიას არ ჰყოფნის და დაფინანსების გაზრდა "საზოგადოების სულიერო საზრდოსთვისაა" აუცილებელი.

2002 წლიდან, მას შემდეგ რაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატი გაფორმდა, ოფიციალური მონაცემებით, საპატრიარქომ ბიუჯეტიდან ჯამში 385 მილიონი ლარის ფადინანსება მიიღო. დიდია უძრავი ქონებისა და მიწების გადაფორმების შემთხვევებიც. გარდა ამისა, სინოდის წევრი 47 მღვდელმთავრიდან, 41 ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი