რა თაღლითური სქემებით აგროვებს ქონებას ივანიშვილი | ოფშორებში დამალული მილიარდები

გამოქვეყნდა:

როგორ გააქვს ფული ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილს და რა თაღლითური სქემებით აგროვებს ქონებას ოლიგარქი? საერთაშორისო გამომძიებელი ჟურნალისტების კონსონსორციუმი ახალ სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს.

ინტერნეტში ხელმისაწვდომი ხდება 300-ზე მეტი მილიარდერის და 30-მდე პოლიტიკური ლიდერის 12 მილიონზე მეტი დოკუმენტი - მათ შორის მონაცემები ბიძინა ივანიშვილზე.

ირკვევა, რომ ოლიგარქის მფლობელობაში  მხოლოდ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 12-მდე ოფშორული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა საქმიანობაც ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია.

ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, ფასიანი ქაღალდები და აქციები თანაინვესტირების ფონდისთვის - ყველაფერი ეს ივანიშვილის ჩრდილოვანი ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც ე.წ. პანდორას დოკუმენტების სკანდალის შემდეგ გასაჯაროვდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი