აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას TV4 ავრცელებს. 

ქარხანაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი