
2020 წელს თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ისეთი ბრალდებები, პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი, ყველანაირი. მაშინაც ვამბობდი, რომ ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ - გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი, ამ არჩევნებმაც დაადასტურა ეს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ ბრალმდებელი იყო ქალბატონი თამარის, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.