პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა - მთავარი მოთხოვნები, რაც მგზავრებზე დღეიდან ვრცელდება

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება განახლდა - მგზავრებს მთავარი რეკომენდაციების გათვალისწინება უწევთ. ტრანსპორტით სარგებლობის დროს მოქალაქეებს პირბადე უნდა ეკეთოს, ასევე მგზავრებს შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერს არ ჩართავენ.

მოქალაქეებს პირბადით გადაადგილება დისკომფორტს არ უქმნის და მზად არიან, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

თბილისის მერის თქმით, მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა იკრძალება.

მგზავრების გადაყვანამდე ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარეს. მგზავრების მხრიდან სავალდებულო წესების დაცვას კი საპატრულო პოლიცია და მძღოლები გააკონტროლებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი