მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი გადასცა

გამოქვეყნდა:

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი გადასცა. 

მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სახარების შეტანის საშუალება არ მისცეს, რადგან წიგნს გარედან მეტალები აქვს. 

ცნობისთვის, პატრიარქის მდივანი მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა და ილია მეორის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ბოტკოველმა აღნიშნა, რომ თხოვნა პატრიარქთან თავად მიხეილ სააკაშვილმაც დააბარა. კერძოდ, მესამე პრეზიდენტმა ითხოვა, სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა ციხეში შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი