წლის და 3 თვის ბავშვი იყო მანქანაში, დედას 20 დღის ჩვილი ხელში ჰყავდა - თვითმხილველი ბათუმიდან

გამოქვეყნდა:

თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანაგრევებში მოყვა, წლის და სამი თვისაა. მისი თქმით, ბავშვი კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა.

მაშველებმა ბავშვი ავტომობილიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"უზარმაზარი აფეთქების ხმასავით შემომესმა, გამოვვარდი გვერდითა კორპუსიდან, დავინახე მთელი ერთი სადარბაზო ჩამოშლილი. გვერდით იდგა მანქანა, რომელშიც იყო წლის და 3 თვის ბავშვი. დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, გარეთ იყო, ქმარი და ბავშვი კი მანქანაში. მეუღლე გადარჩა, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები. ბავშვს დაუზიანდა ფეხი, გადაჭრილი, შოკურ მდგომარეობაში, ძლივს გადმოიყვანა სასწრაფომ", - ყვება თვითმხილველი.

კორპუსის ჩამოშლის მიზეზად ქალი მიმდინარე სამუშაოებს ასახელებს, რის გამოც მისი თქმით, შენობა დაზიანდა:

"თხრიან რომ აღარ ჩერდებიან, ქვევით 24 საათის განმავლობაში, ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. არქიტექტურის სამსახური მოშლილია, მთავრობა არ ითვლისწინებს საჩივრებს", - თქვა მან. 

ადგილზე მაშველები და პოლიციაა მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი