ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. "ბათუმელების" ინფორმაციით, ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს – „შემიძლია სუნთქვა“.
ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებში მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.