საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს მიმართავს. მისი წერილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მისმა ადვოკატმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი, - წერს მესამე პრეზიდენტი.
ცნობისთვის, კორპუსის სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.