ბათუმში, მაშველების დასახმარებლად, მოქალაქეები საჭმლისა და ცხელი ყავის ფულს აგროვებენ. ამის შესახებ Facebook-მომხმარებელი შოთა დიდიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მეგობრებო ვინც ბათუმში ხართ და გაქვთ სურვილი-შესაძლებლობა საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ ჩვენი მაშველები გთხოვთ მომწერეთ პირადში. (ზუსტად ვიცი რომ სჭირდებათ).
საცხობში შეკვეთა გავაკეთეთ და ყველაფერს აკეთებენ თავის ფასში მას შემდეგ რაც გაიგეს რისთვის მინდოდა საჭმელი. ასევე ვიშოვე ყავის აპარატი და 100 ჭიქა ყავას მივართმევთ მაშველებს. თუ დამატებით იქნება საჭირო არც ეგ არის პრობლემა.
ველოდები თქვენგან გამოხმაურებას. ვარ ჯავახიშვილის ქ. N80. 598282393 დამირეკეთ, - წერს ის.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე შეუძლიათ - GE77VT1000001912034506.