შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.
"თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 ადამიანს ვეძებთ კიდევ, მეტი არ უნდა იყოს წესით", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
იხილეთ ასევე: