ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე - გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკაში მოთავსებული სამი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთი, 30 წლამდე მამაკაცი ცოტა ხნის წინ დაიღუპა.

"გორმედში" ამბობენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. უმძიმესია დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა, მათ გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ.

ავტობანზე ქორწილის კორტეჟის მანქანა დღეს გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი გორის პროზექტურაში გადაასვენეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი