ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაკრძალეს - 5 გარდაცვლილი ტაძარშია დასვენებული

გამოქვეყნდა:

ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის ოთხი წევრი სოფელ ჭარნალში დაკრძალეს.  დანარჩენი 5 დაღუპული კი ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარშია დასვენებული, სადაც მათ პარაკლისი გადაუხადეს.

პარაკლისს ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა. გიული ალასანიამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. 

"ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, რომ სათქმელიც აღარაფერი არის. დიდი ტრაგედია მოხდა და რაღაცნაირად, სიმბოლურად გამოხატავს ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობას, ყველაფერი გვემხობა თავზე",- თქვა გიული ალასანიამ. 

26 მაისის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე კი ე.წ. ხსოვნის კედელი კვლავ რჩება, სადაც მოქალაქეები უწყვეტ ნაკადად მიდიან, ანთებენ სანთლებს, მიაქვთ ყვავილები და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი