ტყიბულის ერთ-ერთ სოფელში ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არსებული ეკლესია უცნობმა პირებმა გატეხეს. არსებული ინფორმაციით, ტაძარი დაარბიეს და მხოლოდ შანდალი მოიპარეს.

"მთავართან" საუბრისას ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი ამბობს, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ასევე სოფლის სასაფლაოებზე არსებული საგნებიც მოიპარეს.

დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არკვევენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი