37 გარდაცვლილი და 4 774 ახალი შემთხვევა - 12 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, 1 623 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 723 კვლევა, აქედან 33 118 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 605 ​PCR-ით. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,01%-ია, ბოლო 14 დღის - 6.58%-ია, 7 დღის - 7.98%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 359 შემთხვევა;
  • აჭარა - 225;
  • იმერეთი - 1 060;
  • ქვემო ქართლი - 256;
  • შიდა ქართლი - 349;
  • გურია - 156;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493;
  • კახეთი - 617;
  • მცხეთა-მთიანეთი - 104;
  • სამცხე-ჯავახეთი - 97;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 27 031 აქტიური შემთხვევაა. 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 563, აჭარაში - 402, იმერეთში - 1 119. მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში - 334, აჭარაში - 77, იმერეთში - 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 221 - აჭარაში. 21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 640 358 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 603 995 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 306 კი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი