იმერეთში, შემწეობის მთხოვნელთა რაოდენობა 13 ათასით გაიზარდა | სახელმწიფო ფულს გაურკვეველ პროექტებზე ხარჯავს

გამოქვეყნდა:

კრიზისებით მოცული ქვეყანა და მოსახლეობა, რომლის ცხოვრების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი.

"აი - ფაქტის" მონაცემებით, მხოლოდ იმერეთში სახელმწიფოს დახმარების მთხოვნელთა რიცხვმა 13 000-ით მოიმატა. 2018 წელს მხოლოდ იმერეთში ფულად დახმარებას 61, 427 ადამიანი იღებდა, 2019 წელს 55, 945, 2020 წელს 67,625, 2021 წელს კი, მხოლოდ აგვისტოს ჩათვლით -80, 603 ადამინემა მიიღო დახმარება. აქედან ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი ჭიათურაში ცხოვრობს. 

ამასთან, ჭიათურის მერია ხალხის გაჭირვებაზე თვალს ხუჭავს. ირკვევა, რომ მერია 41 ათას ლარს 500 ცალ ჟურნალში სახელწოდებით „ჭიათურა“ გადაიხდის. ადგილობრივებისთვის გაუგებარია რატომ ხარჯავს ადგილობრივი ხელისუფლება ხალხის ფულს მათთვის არასასარგებლო პროექტებში.

ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის ფული გაჭირვებულ ოჯახებზე გადანაწილდეს, სახელმწიფოს ფულს რეგიონში გაურკვეველ და საეჭვო პროექტებზე ხარჯავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი