მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

გამოქვეყნდა:

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა. 

შესვლამდე მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი არ გააკეთა.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებიდან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას მოაწერა ხელი.

ცოტა ხნის წინ დატოვა პენიტენციური დაწესებულება აკაკი მინაშვილმა.

„მან ზუსტად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ამ ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება. მისი მოწოდებაა, რომ ხვალინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ცვლილებებს" განაცხადა მინაშვილმა ციხის დატოვების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი