პროტესტი ჭიათურაში - საძოვრები გასხვისდა, მოსახლეობა შემოსავლის გარეშე რჩება

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად დღეს ქუჩაში გამოვიდა. ადგილობრივები სოფლების კუთვნილ 20 ჰექტარზე კირქვის კარიერის მოწყობას აპროტესტებენ.

ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად ტერიტორია კერძო კომპანიაზე გაასახვისა და ახლა საძოვრები, რომელსაც ადგილობრივები ათწლეულებია იყენებენ, მათთვის მიუწვდომელი ხდება.

ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა რამდენიმე დღეში გამოჩნდება და სამუშაოებიც დაიწყება. მოსახლეობა
იძულებული გახდება საქონელი გაყიდოს, ეს კი მათთვის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს.

საძოვრების დაკარგვა ადგილობრივების ერთადერთი პრობლემა არ არის. მოსახლეობა ამბობს, რომ კირქვის მოპოვების სამუშაოები ჰაერს და წყალს დააბინძურებს. 

ჩვენ აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს, უნდა წავიდეთ მაშინ აქედან... ასე უპასუხისმგებლოდ ხალხს რო არაფერი შეეკითხო, ამის გაკეთება შეიძლება? - ამბობს ადგილობრივი.

ჭიათურის მერი კი მოსახლეობას არ პასუხობს. მან დღეს არც "მთავარის" კითხვებს უპასუხა, შესაბამისად უცნობია რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 1 500-მდე ოჯახს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი