მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტომა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას.

მეუფე ნიკოლოზი რუსთავის ციხეში იმყოფებოდა და მესამე პრეზიდენტს შეხვდა: 

"ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით და ისეთი დანაშაულებებია ჩადენილი, რომ ვადა არ აქვს, ვადა არ გაუვა არასოდეს.

მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ყველამ უნდა ვთხოვოთ შენდობა" განაცხადა ციხიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა. 

როგორც ნიკოლოზი ამბობს, ეს მისი პირადი პოზიციაა და არა სინოდის. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის შიმშილობას, როგორც სინოდის წევრი ამბობს, ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაშიც ვერ ჩაერევა. 

ამავე თემაზე:

მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ვიფიქროთ ყველამ შერიგებაზე - მეუფე ნიკოლოზი
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი