სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებითაა - პენიტენციური ხანძარზე

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟ და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი