რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, დაწესებულებას ელექტორენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს.
"პენიტენციური სამსახური: N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა
N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა",-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
ამავე თემაზე:
რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია, გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს - ნიკა გვარამია