ბათუმში ე.წ. "ოცნების" ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებისან გამოსვლა მოახერხეს და არავინ დაშავებულა.
თავდაპირველად ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მეზობლად მდებარე სახლზე გავრცელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს მისვლა დააგვიანდათ.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე