COVID 19-ის 11 ახალი შემთხვევა - 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, 9 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 757-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან ორი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი ცხრა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარიან ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტები საკარანტინო ზონაში არ იმყოფებიდნენ და იზოლაციის პერიოდში საკუთარ სახლებში იყვნენ.

რაც შეეხება საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები პირის ინფიცირებას, რომელსაც ბევრი კონტაქტი ჰქონდა, მარინა ეზუგბაია დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

არაფერს არ ვიტყვი, კვლევა გრძელდება. სიახლე ხომ არაა, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების კვლევა ხდება. თუ კლინიკა გამოვლინდება მანამდე ხდება კვლევა, თუ არა, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ძალიან გთხოვთ, ამ ჩვეულებრივ, კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაცა სახეს... მათ ჰქონდათ საშუალება ბინაზე იზოლაციის... ვინ გამოთქვა ასეთი ამბავი მე არ ვიცი, რომ კორპუსში კარანტინშია, ალბათ, არა, აქ ელემენტარულად კონტაქტების კვლევა გაგრძელდება, - ამბობს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 600-ს შეადგენს.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 757
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 600
  • მათ შორის გარდაცვლილი - 12
  • კარანტინის რეჟიმში - 3031
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი