ევაკუაცია ბათუმში | ჩამონგრეული შენობის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ "დანგრეული სახლის მომიჯნავე კორპუსიდან ოჯახების ევაკუაცია პრევენციის მიზნით განხორციელდა".

ევაკუაციის მიზეზი ამავე კორპუსის პირველ სართულზე, ერთ-ერთი ბინის მფლობელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები გახდა. ნებართვაც მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

"ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ, მხოლოდ იყო სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ მომხდარიყო პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია, მოგეხსენებათ დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორიდან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი, ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან"-თქვა ლელა სურმანიძემ.

ექსპერტიზის დასკვნის დეტალები უცნობია,  სავარაუდოდ, მოხდება ხარვეზის გამოსწორება და კორპუსის გამაგრება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი