გახარიას მიმართ განსაკუთრებული ლტოლვით გამორჩეული თემურ თათარაშვილი ახლა კალაძესთან მუშაობს და მის ქება დიდებაზე იხარჯება. ოღონდ ისე რომ სამსახურში ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ მისულა. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში ის 7 თვის წინ დაასაქმეს. მის ბალანსზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველ თვე 1473- ლარი ირიცხება.
თათარაშვილი არ მალავს, რომ მერიაში ნამდვილად მუშაობს თუმცა ამბობს, რომ დისტანციურ რეჟიმზეა.
ღარიბი ხალხის ფულით ფინანსდებიან კორცხელის მთავარი მოძალადეები, ვინც დასჯის ნაცვლად პირიქით, ოცნების ხელისუფლებამ წაახალისა და ახლაც სპეც დავალებებისთვის იყენებს.
კორცხელის სპორტსმენების გარდა, ქალაქის მერია ჯამში 350 მწვრთნელს უხდის ფულს.
მერის პიარში კი 2020 წელს მილონი ლარი დაიხარჯა. კალაძეს ამ მიმართულებით 55 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.