თაღლითური სქემა, რომლითაც ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ბიუჯეტის მილიონებთან ერთად ფერმერების ქონებაც მიითვისა - გასული წლების განმავლობაში სახელმწიფოს დახმარებით რეგიონებში არაერთი კოოპერატივი შეიქმნა, სადაც მთავრობა ფერმერებს ეპატიჟებოდა და დახმარებას და ოქროს მთებს პირდებოდა.
არადა მოხდა საპირისპირო. ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში შექმნილი ასეთი კოოპერატივის დირექტორმა მაგალითად სახელმწიფო ქონებაც გაასხვისა და ახლა გაერთიანების წევრებს ინდივიდუალურ საკუთრებსაც ართმევს.
კოოპერატივში მოტყუებით გაწევრიანების შემდეგ ფილიშვილების ოჯახი რეალურად გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა. სახელმწიფომ კი დაპირებული შეღავათები დაივიწყა და ფერმერის ოჯახიც თაღლითების და პრობლემების პირისპირ მარტო დატოვა.