"რაღაცა მოხდა ისეთი რომ ვერ დაიცვა მამაჩემი"​ - გარდაცვლილი მუშის ოჯახი უსაფრთხოების წესებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ფეროშენადნობთა ქარხანაში დაშავებული და შემდეგ გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ თავად მუშა შეცდომას არ დაუშვებდა, რადგან მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ და თავის საქმე კარგად იცოდა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დარღვეული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები

"უმძიმეს მდგომარეობაში, იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჰქონდა. რაღაცა მოხდა ისეთი რომ ვერ დაიცვა მამაჩემი" - ამბობს გარდაცვლილის შვილი.

"ვფიქრობ, რომ არ იყო უსაფრთხოების წესები დაცული" - ამბობს გარდაცვლილი მუშის ახლობელი.

შემთხვევა ზესტაფონში 15 ოქტომბერს მოხდა. პროფკავშირების ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა და 65 წლის მამაკაცს დაეცა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

საწარმოში მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი