ფართებს ვაკეში და რუსთველზე არ ვითხოვთ - დაკონსერვებული პროექტი და ხალხის პასუხი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის შეჩერების მიზეზად ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას ასახელებს, თუმცა მოსახლეობა საპირისპიროს ამბობს. "მთავართან" საუბარში ხალხი ამბობს, რომ მათი უმრავლესობა თანახმაა, შეთანხმებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ შედგა, რომ ალეტრნატიული საცხოვრებლებით დააკმაყოფილებდნენ, თუმცა მოულოდნელად პროექტი შეჩერდა.

შეგვიძლია შევთანხმდეთ, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. გვინდა ალტერნატიული ფართები, ან ისეთი თანხები მოგვცენ, რომ ფართები ვიყიდით, არ ვითხოვთ ვაკეში, რუსთველზე და .ა.შ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ პროექტი დააკონსერვა, ხალხს იმედი აღარ აქვს.

პროექტი 200 მილიონამდე ჯდება, თუმცა იმის გამო, რომ ვადები დაირღვა და ხელისუფლებამ ვერ იმუშავა, აზიის განვითარების ბანკმა თანხა უკან გაითხოვა, ხელისუფლებამ კი, მშენებლობა დააკონსერვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი