ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები აგრარული ბაზრების მოვაჭრეებისთვის რთული შესასრულებელია, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იძულებული არიან დადგენილი წესები დაიცვან. მათი თქმით, ორმეტრიანი დისტანცია, პირბადეები, მომხმარებელთა რაოდენობის კონტროლი აგრარულ ბაზრებში რთული შესასრულებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კი დღეიდან შევიდა ძალაში. ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია უსაფრთხოების წესები დაიცვას და სამუშაო დღის ბოლოს ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტაროს.
ამ წესების დაცვით განაახლა დღეს მუშაობა ე.წ. ნავთლუღის ბაზარმაც, თუმცა მოვაჭრეები მომხმარებლების სიმცირეს უჩივიან.