„თუ ვინმეს გაინტერესებთ, როგორია ჯოჯოხეთი, შეგიძლიათ, შეიხედოთ, არავინ უვლის“ - ქუთაისის ცენტრში მდებარე საპირფარეშოებში ანტისანიტარიის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშოები დარბეული, მიტოვებული და უფუნქციოა. ანტისანიტარია, გაფუჭებული ხელსაბანები და დამტვრეული სარკეები - ასეთია ქვეყნის მეორე ქალაქის ტუალეტები.

საპირფარეშოების არარსებობის გარდა მოსახლეობას სველი წერტილების მძაფრი სუნიც აწუხებს. ქალაქის მთავარ ბულვარში საპირფარეშოების ანტისანიტარია გიდებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

დაბინძურებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების გამო, ქალაქში სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს   ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სხვადასხვა დაწესებულებებში უწევთ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია, ქუთაისში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და თვლის, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობა პრობლემებს ვერ აგვარებს. 

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ ქალაქს პრობლემა აქვს და ვერც ადგილობრივები და ვერც ტურისტები ტუალეტებით ვერ სარგებლობენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ვითარების გამოსწორების პირობას დებენ.  

საქართველოს მეორე დედაქალაქში სულ 4 საზოგადოებრივი საპირფარეშოა, ნაწილი დახურული და ნაწილი მძიმე მდგომარეობაში. როგორ და როდის მოაგვარებს დაბინძურებულ საპირფარეშოებს ადგილობრივი ხელისუფლება, უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი