
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკას ვაქცინაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა.
სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას იმუნიზაციის საკითხზე სააგენტოსთვის საერთოდ არ მიუმართავს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციითვე, სავარაუდოდ, C ვიტამინით, დაახლოებით, 35 მოქალაქე აცრეს, თუმცა ზუსტად რა ნივთიერება გამოიყენეს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
“მოგეხსენებათ, დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინაციის ფარგლებში რამდენიმე მოქალაქე აცრეს, თუმცა როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ვაქცინაცია ხორციელდებოდა კლინიკის მხრიდან, რომელსაც ვაქცინაციაზე შეტყობინება არ ჰქონდა. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც სერტიფიკატი შეჩერებული ჰქონდა და შესაბამისად, საექიმო უფლებამოსილების საერთოდ განხორციელების უფლება არ ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, ეს ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელს ახორციელებდა, რა დროსაც რეგულირების სააგენტოს მხრიდან გამოვლენილი იქნა მისი უკანონო საექიმო საქმიანობა. ამის გამო მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა და მასალები პროკურატურაში იქნა გადაგზავნილი", - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად სააგენტოს თანამშრომლები კლინიკაში იმყოფებიან და მომხდარს სწავლობენ.
უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმას ითვალისწინებს.
გოგელიას კლინიკას მოქალაქეები გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინის გაკეთებაში ადანაშაულებენ.