კიდევ ერთი დასჯილი სასულიერო პირი, რომელმაც საკუთარი პოზიცია ხმამაღლა გამოთქვა. ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მსახურების უფლება მეუფე გრიგოლ კაციამ შეუჩერა. თავად სასულიერო პირი ამ გადაწყვეტილებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უკავშირებს. მამა ათენოგენმა მომხდარის მიზეზების შესახებ "მთავართან" დღეს ღიად ისაუბრა.
მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ , ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ,. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ რომ არ ვიხსენიებდი ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით, - ამბობს მამა ათენოგენე.
მეუფე გრიგოლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს მრევლი. მათი თქმით, თუ მამა ათენოგენეს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას არ მისცემენ, ისინი ტაძარში აღარ მივლენ.