მედიასთან ურთიერთობას აღარ ვაპირებ, რადგან ჟურნალისტებმა ბევრი შეცდომა დაუშვით ჩემთან - სკანდალური ქადაგების შემდეგ მეუფე ანტონი მედიასთან ურთიერთობას წყვეტს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ამიტომ მას შეუძლია ქადაგებისას საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატოს.
არის თუ არა სიტყვის თავისუფლება, არის თუ არა დემოკრატია? რა გამოაბით ეს კუდები. მომისმინეთ, მე რასაც ვნანობ და რასაც არა, მე თქვენი აღმსარებელი არ ვარ, გაიგე? რა მაქვს სანანებელი, მე ვთქვი, რომ შეძრწუნებული ვარ თქვენი მოქმედებებით, - ამბობს მეუფე.
მისი თქმით, მედიასთან ურთიერთობას აღარ აპირებს და მთავარ არხსაც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
მეუფე ანტონი გასულ კვირას ამბიონიდან მრევლს საგარეო კურსის გადახედვის აუცილებლობაზე ესაუბრა. მისი თქმით, დასავლეთი, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, ვერ იქნება ნამდვილი მეგობარი. მისი აზრით, ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა დასავლეთთან მეგობრობა.