გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიფტები გატეხეს და ნაწილები ჯართში ჩააბარეს - სარდაფიდან კი 20 ლიტრი არაყი წაიღეს

გამოქვეყნდა:

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამ კორპუსში 5 ლიფტი გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილზე 2 ახალგაზრდა პირი გადაადგილდებოდა, რომლებსაც ადგილობრივებთან უშუალო კომუნიკაციაც ჰქონდათ. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სწორედ ეს ადამიანები არიანა ვინც ლიფტები გაქურდა.

ადგილობრივებს კომუნიკაცია ჰქონდათ ლიფტის ხელოსნებთანაც. მათი ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ლიფტების გაქურდვა გახშირებულია. ქურდები ლიფტის მამოძრავებელ მექანიზმს იპარავენ და ან ნაწილებად ყიდიან ან ჯართში აბარებენ.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები "მთავარ არხთან" ასევე ყვებიან, რომ ლიფტის გარდა ერთ-ერთი ადგილობრივის სარდაფი გატეხეს და მისგან 20 ლიტრი არაყი და ქვის სატეხი წაიღეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ადგილზე გამოძახებული ჰყავდათ პოლიცია, თუმცა უცნობია, მომხდარზე დაკავებულია თუ არა ვინმე.

ავტორი: მიშო გოგუაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი