წვერავამ თავი გაალახინა და ფული აიღო - მოძალადის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ფ​ორმულას" ჟურნალისტ რატი წვერავას ცემის საქმეზე, ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ წვერავამ მოძალადეებს "თავი გაალახინა" და მან ამაში ფული აიღო.

"არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მაგალითად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი, ეს ჟურნალისტი იყო თუ არა და ეს წვერავა ჯერ მიუვარდა პარლამენტის წინ მიტროპოლიტს, დაიწყო პროვოკაციები, ეუბნებიან აქ შენი ადგილი არ არის წადი, არა მაიც და მაინც კინაღამ, ცხვირში მიარტყა მიკროფონი, ატეხა დებაში ამ ჟურნალისტმა წვერავამ, იმდენი გააკეთა თქვენო ღირსებავ, სანამ ვიღაც წყობიდან არ გამოვიდა, და მოკიდეს კისერში ხელი გამოათრიეს ხელი და წადიო ეუბნებიან - ამან ატეხა გინება, მერე დასცხეს ამ წვერავას და ამ პარლამენტის პერიმეტრიდან ჩამოვიდა ქაშუეთთან და იქ ატეხა სამღვდელოებისა და შეკრებილი ხალხის მიმართ გინება. ამ წვერავას, ჩემი ინფორმაციით, ამაში ფული აქვს აღებული, რომ გაალახინოს თავი, მერე აწიოს დროშა და იყვიროს, აგერ გამლახეს დაიჭირეს ესა და ეს ყველაფერი ხალხმა იცის",- თქვა ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები, ჟურნალისტებზე თავდამსხმელები, სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი