პირბადით ვარჯიში შეუძლებელია, ვინც რეგულაციები დააწესა, სპორტდარბაზში ნამყოფი არ არის - ფიტნესინსტრუქტორები

გამოქვეყნდა:

6 ივნისიდან სპორტული დარბაზები იხსნება, თუმცა ვარჯიში პირბადითა და ხელთათმანებით შეიძლება. სპორტდარბაზების ინსტრუქტორები ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაში ვარჯიში წარმოუდგენელია, და ეს შესაძლოა, ჯანმრთელობისთვისაც სახიფათო აღმოჩნდეს.

ვინც ეს რეგულაციები დაადგინა, საერთოდ არ არის ნამყოფი ფიტნეს დარბაზში. პირბადით ვარჯიში არის შეუძლებელი, ჟანგბადი გჭირდება როცა ვარჯიშობ, - ამბობს ირაკლი კეჭოშვილი ფიტნესკლუბის დირექტორი. 

კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ორმეტრიანი დისტანციის დაცვის შემთხვევაში დარბაზების უმეტესობა 5 მომხმარებელზე მეტს ვერ გაუწევს მომსახურებას, რაც მათთვის წაგებაზე მუშაობა იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი