ტრაქტორების ნაწილი გაიყიდა, ნაწილი არ შეაკეთეს - შიდა ქართლში ფერმერები მიწას ვერ ამუშავებენ

გამოქვეყნდა:

მაშინ, როცა მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე საუბრობს, შიდა ქართლის რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის დეფიციტია. 
ფერმერების ნაწილმა წელს ტრაქტორები ვერ იშოვა და ამიტომ საგაზაფხულო სამუშაოებზე მიწის დამუშავება ვერ შეძლო. ოპოზიციის მტკიცებით, ჰექტარობით მიწა დაუმუშავებელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ტრაქტორებს აუქციონზე ყიდის. 

ვერ ვსარგებლობთ, გამოსულია უმეტესობა მწყობრიდან ერთი ჰყავთ და ისიც რანაირად ჰყავთ არ ვიცი. ერთხელ გადავედი, ორჯერ, თქვეს გასულიაო,- ამბობს სოსო ქერდიყოშვილი.

ფერმერები ამბობენ, რომ ერთი ტრაქტორი, მუნიციპალიტეტის სოფლებს არ ჰყოფნის. მათი თქმით, ადრე ფერმერები ტრაქტორის მომსახურეობას წინასწარ ჯავშნიან. 

მოსახლეობის პროტესტს მექანიზაციის ცენტრში არ პასუხობენ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ცენტრში ადრე 40 ერთეული ტრაქტორი იყო, ახლა კი ტრაქტორების ნაწილი აუქციონზე გაიყიდა, ნაწილი კი მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ არ შეაკეთეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი